1905 წლის რევოლუციის შემდგომი პერიოდის ბაქოში ტერორის აღმავლობა აღინიშნებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტერაქტი დაშნაკების მიერ ბაქოს გუბერნატორის, მიხეილ ნაკაშიძის, მკვლელობა იყო. დაშნაკები ნაკაშიძეს სომეხ-თათართა ჟლეტის მთავარ ინიციატორად თვლიდნენ. ბაქოს ქართული საზოგადოება კი ამტკიცებდა, რომ ნაკაშიძეს არავითარი ბრალი არ მიუძღოდა სომხების წინაშე და რომ ის არც წამქეზებელი ყოფილა, არც გამამწვავებელი ამ დაპირისპირებისა. გუბერნატორის მკვლელებს, სამ სომეხ ტერორისტს, ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, მაგრამ შემდგომ სასჯელი კატორღით შეუცვალეს.