გურიის მოამბე

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა

დღევანდელი, 29 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 273 გახდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა.

აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში დამატებით 1 709 ადამინი ინფიცირდა2 095 კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 35567
  • გამოჯანმრთელებულია – 16904
  • მათ შორის გარდაცვლილია – 273
  • კარანტინის რეჟიმში რჩება –  3324
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2346
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  4022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights