აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული კოვიდვაქცინაციას და საქართველოში არსებულ ეპიდვითარებას სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ამას მრუდი აღარ ჰქვია სამწუხაროდ, ეს რაკეტის ტრაექტორია უფროა და ამ ტრაექტორიაზე მიქრის ახლა საქართველო.
ქვემოთ ბრიტანეთი და ისრაელია, წარმატებით აცრილი ქვეყნები. ისრაელში უკვე აღარავინ მომკვდარა დღეს კოვიდით.
აი, ამას აკეთებს ვაქცინაცია და ეს არის პასუხი შარლატანი ანტივაქსერების თუ ვაქცინა-სკეპტიკოსების ბოდვებზე.
ბევრჯერ გაუმართლა საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და იმედია კიდევ ერთხელ გაუმართლებს; იმედია არ მოსწყინდა ფორტუნას მავანთ ბაქიბუქი და მათ ჯავრს უმწეო ადამიანებზე არ იყრის.
ნუ გაწირავთ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი კომფორტული რუტინის დარღვევა აუტანელი გახდა თქვენთვის. დისტანცია, პირბადე და ერთმანეთის გაფრთხილებაა საჭირო.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“,- წერს გურული.