საქართველოში ძლიერ ნალექს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეების მატება გამოიწვიოს, ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ხვალიდან, 26 აპრილიდან 28 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი,სეტყვა,ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი – თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.