ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურანავას თქმით, ოპოზიცია არჩევნებში წაგებისთვისაა განწირული და მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა არაფერი რჩებათ. ამ თემაზე მან კითხვას მთავრობის ბრიფინგზე ისაუბრა.
“ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, მათ პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, ყოვლად მიუღებელია, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები”, – თქვა ნათაი თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, გუშინ, 28 ოქტომბერს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხის სცენარს განიხილავს და მოქალაქეების რეაქციას იკვლევს. მოგვიანებით, კიდევ ერთ ბრიფინგზე, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ენმ არჩევნების დღეს აქციას გეგმავს და ფსონს არეულობის შექმნაზე აკეთებს.