სალომე სამადაშვილი ამნისტიაზე – ვფიქრობ, ნიკა მელიასთან მივიდე საპატიმროში და უფრო დეტალურად გავიაროთ ეს თემა

სალომე სამადაშვილი საპატიმროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი” ისაუბრა.

„ვფიქრობ, ნიკასთან მივიდე საპატიმროში და ვესაუბრო, უფრო დეტალურად გავიაროთ ეს თემა“,- აღნიშნა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა ამნისტიის თაობაზე განმარტა, რომ ვის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ამნისტია მხოლოდ მათ შეეხება.

„თუ გახსოვთ, იმთავითვე ვთქვი, პირველივე დღეს, შეგიძლია მოიძიოთ დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს ჩემი კომენტარი, რომ ეს ამნისტიის შემოთავაზება არ იქნება მარტივი საკითხი და ყველას გვესმის, რომ „ქართული ოცნება“ შეეცდება, ამ ამნისტიის ფარგლებშიც რაღაც მიიღოს, რადგან ესეც გასაგებია. „ქართული ოცნება“ საკუთარ ამომრჩევლებს ესაუბრება, ჩვენ ვესაუბრებით ოპოზიციურ ამომრჩეველს და ეს ხელშეკრულება რაღაცნაირად ორივე მხარეს უნდა მიჰყიდოს. თუმცა ერთი რამ არის გაუგებარი ჩემთვის, პოლიტიკურად „ქართულ ოცნებას“ რაში სჭირდება, რომ პოლიციელების საკითხის პედალირება გააკეთოს, მაგრამ ფორმულირება საბოლოდ არის შემდგომი რომ ვის წინააღმდეგაც არის აღძრული საქმე, შეეხება ამნისტია მხოლოდ მათ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share