ნუ შეგეცოდებათ საკუთარი თავი; ნუ მისცემთ უფლებას ფიქრებს დაგტანჯოთ; ნუ იგრძნობთ თავს მარტო; თქვენს გვერდით თავად თქვენ დგახართ, თქვენს გვერდითაა უფალი, სამყარო, სიცოცხლე… ამიტომ ვერასოდეს იქნებით მარტო. რაღაც ძალიან გინდათ და არ გაქვთ? იფიქრეთ რომ მალე გექნებათ, წარმოიდგინეთ, რომ უკვე გაქვთ, უბრალოდ წარმოიდგინეთ და თუ ეს არ დაგაკმაყოფილებთ, გაიხსენეთ რომ ის რაც გსურთ მიღწევადია და აუცილებლად გექნებათ და თუ მიღწევადი არ არის, მაშინ ნუ დაკარგავთ ძვირფას დროს მასზე ფიქრში. გაიხარეთ, გაიხარეთ, გაიხარეთ და უბრალოდ დატკბით დროებითი თქვენი ცხოვრებით… ”
ტექსტის და ნახატის ავტორი ნათია კიკნაძე