რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი ვარლამ გოლეთიანი Facebook live-ში განმარტავს, რატომ ჩავიდა დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში.
ამბობს, რომ მამამისი სასულიერო პირია, ის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის წევრია, რომლის მმართველიც და მიტროპოლიტიც ჭყონდიდთან ერთად, მეუფე სტეფანეა. მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი, ცაგერში იმ ეკლესიის მრევლის წევრები არიან, სადაც მიტროპოლიტი სტეფანე ღვთისმსახურებას აღავლენს. მარტვილში დღევანდელი ვიზიტის მიზანი კი არა ვინმეს მხადაჭერა, არამედ უბრალოდ ღვთისმსახურებაზე დასწრება იყო.
“მამაჩემი სასულიერო პირია.. ჩვენ არანაირ მხარეობას არ ვცნობთ, არც ჩვენი ადვოკატობა და დაცვა სჭირდება ვინმეს, უბრალოდ ჩვენ ჩავედით ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. ვის ინტერესებში შედის იქ ეს დაძაბულობა გაუგებარია ჩვენთვის”, – ამბობს გოლეთიანი.
მისივე თქმით, გაუგებარია, რომ გუმათში, მათ აქციებზე, როდესაც არანაირი დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს პოლიციის დიდი მობილიზებაა და ჭყონდიდში, სადაც დაპირისპირების რეალური საფრთხე იყო პოლიციელები მშვიდობას არ უზრუნველყოფდნენ. როგორც გოლეთიანი ამბობს, იქ დაპირისპირების პროვოცირება ხდება.