ნიკა არის პოლიტპატიმარი, – ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები”.
არასოდეს მივიღებ იმას, რაც უნდათ “შემოგვტენონ”, თითქოს [ნიკა მელია] სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს აწყობდა, თითქოს რაღაცა გადატრიალებას და შტურმს ამზადებდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ სულ ამას ვიმეორებ ხოლმე, მართლა ისტორიის გადაწერა არ გამოვა. ნიკა მელია არის მართლა გავრილოვის პატიმარი… კაცმა არ იცის იქ ვინ რა მოაწყო. მე მაქვს ჩემი ეჭვი, რომ ეს იყო პროვოკაცია”, – ამბობს ინგა გრიგოლია.