23 -25 აპრილს ქ. ახალციხეში მძლეოსნობაში, ახალციხის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეოსანთა სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს. აქვე გეტყვით იმას, რომ ღია პირველობა სხვადასხვა ასაკობეივ ჯგუფში : დიდებში, ახალგაზრდებსა და კადეტებში გაიმართა.
ქეთევან თევზაძე – II ადგილი ( დიდებში) – 100 მ რბენა ქეთევან თევზაძე – III ადგილი ( ახალგაზრდებში) 400 მ რბენაში ნიკოლოზ თორდია – II ადგილი ( ახალგაზრდებში) 400 მ რბენა გიორგი დეკანოიძე – III ადგილი ( დიდებში) 400 მ რბენა მერაბ მახარაძე – II ადგილი ( კადეტები) 400 მ რბენა სპორტსენები ასპარეზობისათვის მარინა კოტრიკაძემ მოამზადა.