ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ – გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 57 000 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეს სამი სახეობის ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა აქვს.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 54 524-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 26 118 ადამიანმა გამოთქვა. 10 937 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 7467 -მა კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას, მისი გაკეთების სურვილი 5127-მა ადამიანმა გამოთქვა, 3015 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 680 -ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.