“ახლა იწყება ყველაფერი, ბრძოლა ბოლომდე” – ნიკა მელიას დედის მიმართვა

ნიკა მელიას დედა მიმართვას აქვეყნებს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მხნეობისკენ მოუწოდებს.

მთავარ არხთან ინტერვიუში მელიას დედა, ნანა ცანავა, ამბობს, რომ წინ მნიშვნელოვანი ეტაპია დარჩენილი.

„ძალიან ვამაყობ, რომ ასეთია. ჩვენ კარგად ვართ, არ ინერვიულოს. ჩვენ ველოდებით. ახლა დაიწყება კიდევ ახალი ეტაპი… ახლა იწყება ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნიკა, ბრძოლა ბოლომდე! ვისაც შენი სჯერა, იქნება შენს გვერდით და ვისაც არა, არაუშავს”, – ამბობს ნანა ცანავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share