აღდგომის ღამეს გადაადგილება რამდენიმე საათით შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება. მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.
ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ 1 დღით, იმოქმედებს 1-ლი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.