ოზურგეთში ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი კიდევ ერთ ქალბატონს დაუდგინდა

ოზურგეთელ ქალბატონს, რომელმაც “ასტრაზენეკას” ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა, კორონავირუსი დაუდგინდა.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ასაკოვანმა ქალბატონმა ვაქცინა ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში ათი დღის წინ გაიკეთა, რამდენიმე დღეში მას მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ტესტის გაკეთების შემდეგ კი, კოვიდი დაუდასტურდა.

მისი მდგომარეობა ამ დროისთვის საყურადღებოა და მკურნალობას კლინიკაში გადის.

ცნობისთვის: ვაქცინაციის შემდეგ ოზურგეთში კოვიდი უკვე მესამე ადამიანს დაუდგინდა. სამივე მათგანი “ასტრაზენეკას” ვაქცინით არიან აცრილები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share