ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 14,1%-დან 15,1%-მდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია.
სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო.
კერძოდ, სექტემბრის მონაცემებით, ფიზიკური პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 18,4%-ს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 17,3%-ს.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება. კერძოდ, ფიზიკური პირებისთვის აგვისტოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,4%-ს, წინა წლის აგვისტოში – 7,1%-ს. იურიდიული პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი ერთ წელიწადში 7,4%-დან, 6,9%-მდე შემცირდა.