სალომე ზურაბიშვილი ხვალ გიორგი რურუას შეიწყალებს

ხვალ, 27 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა 21 აპრილს გააკეთა. პრეზიდენტმა თავისი განცხადებით აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს, მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება, მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ასევე აშშ-ს ელჩმა დაადასტურა, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ განცხადების შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share