საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ იზღუდება, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, ეხებათ თუ არა უქმე დღეები სავაჭრო მოლებსა და რესტორნებს, გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ ეს არის უქმე დღეები და არ არის შეზღუდვა, შესაბამისად მათ შეუძლიათ ჩვეულებრივად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

“ერთადერთი რაც არის, არის გამონაკლისები დაშვებული, ვისაც ეს უქმე დღეები არ ეხება, მაგალითად სამედიცინო, ფარმაცევტული სექტორი, მშენებლობები და ინფრასტრუქტურული პროექტები რომ არ გაჩერდეს. ამისთვის, სპეციალურად არის გამოცემული სამი მინისტრის ბრძანება – ჯანდაცვის, ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც მაცნეზე, ასევე აიტვირთება stopcov.ge-ზე და იქ არის ჩამონათვალი იმ სექტორების, რომლებსაც არ ეხებათ უქმე დღეები და იმუშავებენ ჩვეულებრივად“, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მობილობის შემცირება, რადგან შემთხვევების რაოდენობა, ასევე ჰოსპიტალიზაცია იზრდება და შესაბამისად, სექტორი რომ იყოს მთლიანად ფუნქციონირებადი და ეფექტიანი, საჭიროა ამ ღონისძიებების გატარება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    "ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები"ვხედავთ, როგორ გახშირდა აუწყობელი ოჯახური ურთიერთობები, როგორი გაუწვრთნელნი არიან შვილები, როგორ აკლიათ ადამიანებს ბედნიერება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მისი თქმით, უძღები შვილის მსგავსად, ნამდვილად მოვინანიოთ და ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ. მიტროპოლიტმა ისაუბრა დიდი მარხვის წინ მოსამზადებელი კვირის შესახებ. „დღეს…
    Tags: და, რომ, არის, არ, ეს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    შეჩერდეს ნამახვანჰესზე გარემოდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედება - საია და „მწვანე ალტერნატივა“ სასამართლოს მიმართავენარასამთავრობო ორგანიზაციები საია და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავენ და აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გაიცა. „ვფიქრობთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უნდა განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა იმიტომ, რომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს აქტი არის უკანონო, ის გამოიცა ფაქტობრივ…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    ცნობილი ჟურნალისტისა და მისი ცოლ-შვილის მიერ სოფლად მოწყობილი ბედნიერი კუთხეჟურნალისტმა დაჩი გრძელიშვილმა რამდენიმე წლის წინ სოფელ ღულელებში სახლი შეიძინა და ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარი ხელით მოაწყო. სახლის, ეზოს, ბაღის გალამაზებაზე მეუღლე ირმა იანტბელიძესა და ექვს შვილთან ერთად ზრუნავს. ოჯახში ფუნქციები ყველას ინტერესის მიხედვით აქვს გადანაწილებული. სხვადასხვა პერიოდში ოჯახს სხვადასხვა ინტერესი აქვს, მაგალითად გასულ წელს ყვავილებზე ჰქონდათ განსაკუთრებული აქცენტი, შემდეგ ეზოში მდებარე…
    Tags: და, რომ, არ, ეს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 95
    "ბედნიერი ადამიანები მხოლოდ ბედნიერებას ავრცელებენ,ყველა იმას ავლენს, რაც გულში აქვს""როცა გაზაფხული მოდის, აღდგომის მარხვაც იწყება. იმედი გაქვს, ეს პერიოდი დაგეხმარება და ბევრად უკეთესი იქნები, ვიდრე აქამდე!.. სირთულეც მეტია, ბრძოლებიც, გამოწვევებიც, მაგრამ მარხვაც და სულიერი ცხოვრებაც სწორედ ეს არის... იბრძოლო და არასდროს დანებდე... ჩვენი მდგომარეობის ლუსტრაცია კი ყველაზე კარგად სოციალურ ქსელში ვლინდება. სვავებივით დაესევიან განსხვავებულ აზრს და ნეგატივის გადმონთხევით ბედნიერობენ.…
    Tags: და, არ, არის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები