ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს, ორივე მხარე შევთანხმდით – სამნიძე

ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს – აცხადებს “ქართული ოცნებისა” და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების  შეხვედრიდან გამოსული ხათუნა სამნიძე. მისი თქმით, ამ საკითხზე ორივე მხარე შეთანხმდა.

“რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლის თქმით, ორივე მხარე ცდილობს, ამნისტიის ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდეს:

ამ ნაწილში ჩვენ შევთანხმდით ორივე მხარე. ამიტომ ვამბობ, რომ ამნისტია არ შეეხება მაკო გომურის საქმეს და ყველა იმ საქმეს, სადაც გვაქვს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანება. ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა…

ხვალ ჩვენ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას. ვრეგისტრირდებით სესიაზე, რის შემდეგაც ვიხილავთ პირველ ნაბიჯს შესრულებულს და ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს გიორგი რურუას და ამის შემდგ იქნება სამუშაო შეხვედრები. დღის ბოლოს გახდება ცნობილი, რეგისტრირდება ერთი კანონი, ორი კანონპროექტი, თუ სად ვართ” ამბობს სამნიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share