“სოფელში, სასაფლაოზე ადამიანი რომ გავა, მას არავინ აუკრძალავს ამას… მაგრამ სოფლის რწმუნებული სთხოვს, რომ იქ არ იყოს სუფრა და დიდი შეკრებები” -განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ფორმულას” ეთერში. მისი თქმით, პოლიცია გააკონტროლებს, რომ საფლავებზე არ მოხდეს დიდი შეკრებები და სუფრები: “დამეთანხმებით, რომ გვაქვს ძალიან არასასიამოვნო ტრადიცია, საფლავებზე სუფრების გაშლა და იქ დიდი შეკრებები. არავინ არ აუკრძალავს ოჯახიდან ერთი, ორი წევრი გავიდეს საფლავზე და კვერცხი გადააგოროს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში არ უნდა იყოს ბევრი ადამიანის შეკრება და იქ ქეიფი”-აღნიშნა გამყრელიძემ.