“ივანიშვილი შამანებთან დადის და რასაც ეტყვიან ისე მოქმედებს”

თალკავაძის გადადგომა არ არის პლანეტარული მოვლენა. არ არის ეს მნიშვნელოვანი, – აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომა სწორედ ბიძინა ივანიშვილის პირად გადაწყვეტილებას უკავშირდება.

“ბიძინა რას გადაწყვეტს, რატო გაუშვა, რატო გამოცვალა, დღეს იძახიან მერობაზე უშვებენო, ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ კახი კალაძეს უნდა მერობა.

ბიძინა ივანიშვილი ყოველწამიერად შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. გააჩნია ღამე რა სიზმარს ნახავს. არ ვაჭარბებ, არც ირონიაა და არც ცინიზმი. ღამე რა სიზმარსაც ნახავს, მერე წავა თავის შამანებთან, შეეკითხება მათ, რას ნიშნავს ეს სიზმარიო და იმის მიხედვით მოქმედებს. გაიგეთ, ხალხნო რომ ეს ასეა”- განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში გუბაზ სანიკიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share