დღეს, 27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა პარლამენტში შევა. 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაციას გაივლიან.
დღეიდან იწყება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმების შესრულება – ოპოზიცია პარლამენტში რეგისტრირდება, რის შემდეგაც უნდა გადადაიდგას პირველი ნაბიჯი და პრეზიდენტმა “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა შეიწყალოს.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დღეს არ დარეგისტრირდება, რაც გუშინ, ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. მხარეები ვერ თანხმდებიან ვის უნდა შეეხოს 20 ივნისის ამნისტია, ოპოზიცია წინააღმდეგია, რომ შეწყალებით ის სამართალდამცავებიც გათავისუფლდნენ, რომელბიც უფლებამოსილების გადამეტებისთვის არიან ბრალდებული.
არაა გამოირცხული, რომ ამ კვირაში პარლამენტში ამნისტიის ორი კანონპროექტი – “ოცნებისა” და ოპოზიციის ვერსიები დარეგისტრირდეს.