27.04.2021 / 08:36
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს
პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების აქტს სავარაუდოდ, დღეს გამოსცემს. საქართველოს პრეზიდენტი 21 აპრილს გავრცელებული განცხადებიც თანახმად, გამომდინარე იქიდან, ოპოზიციონერი დეპუტატების პარლამენტში შესვლა 27 აპრილს იგეგმება, პრეზიდენტი, შეწყალების აქტს იმავე დღეს გამოსცემს.
„საქართველოს პრეზიდენტმა მისი 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნა: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება გარკვეული პირობებით.
იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა – მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, შეთანხმებას მიაღწიეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ისევე როგორც აშშ-ს ელჩმა ეს ფაქტი დაადასტურეს, ამგვარად პირველი პირობა შესრულებულია.