“რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული გეგმები” 31 ოქტომბერს – კობახიძის მორიგი ბრიფინგი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ დღეს, 29 ოქტომბერს მორიგი ბრიფინგი გამართა სადაც მისი მტკიცებით, “რადიკალური ოპოზიციის” ის დესტრუქციული გეგემები ამხილა, რასაც ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების დღეს მიმართავენ.

კობახიძის აზრით, ეს ქმედებებია:

“პირველი, იგეგმება ერთი და იგივე საკითხებზე სხვადასხვა წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების მიერ საჩივრების დიდი რაოდენობით შეტანა, რათა ხელოვნურად შექიმნას საჩივრების კუთხით მაღალი სტატისტიკა შეიქმნას.  გარდა ამისა, რადიკალური პარტიები და მათი ფეიკ დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით შეფერხდეს კომისიების საქმინობა;

ასევე, გიგემება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არუფლებამოსილი პირების დასწრება, მაგალითად პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა, რითაც სურთს შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის საკითის შესახებ სპეკულირებისათვის;

იგიგმება საუბნო კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არმონაწილეობა, ან წილისყრით განსაზღვრული ფუნქიციის შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი;

მთელ რიგ უბნებზე იგეგმება მნიშვნელოვანი ინვენტარის და დოკუმენტაციის, მაგალითად, რეგისტრატურის ან კომისიის ბეჭდის, სარეგისტრაციო ჟურნალის, ჩანაწერთა წიგნის დაზიანება ან მოპარვა;

იგეგმება უბნებიდან ბიულეტენების გატანა, რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრტორების მიერ და შემდგომ სიუჟეტების ინიცირება თითქოს ე.წ. კარუსელის მცდელობები ამხილეს;

ასევე იგეგმება რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ უბნებზე გაკრული ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსიის ჩამოხევა და იმ მომენტის დაფიქსირება, როდესაც უბანზე ასეთი სია გამოკრული არ არის;

იგეგმება ცრუ ბრალდებების გავრცელება, თითქოს, ამომრჩევლების ფოტოსურათიანი სიის საჯარო ელექტრონული ვერსიები ცესკოდან მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს მიღებული, აგრეთვე ცრუ ბრალდებების გავრცელება იმის თაობაზე, რომ გაცემულ სიებში აღნიშნულია ამომრჩეველთა პირადი ნომრებიც;

იგეგმება უსაფუძვლო აჟიოტაჟი სიებში ე.წ. მკვდარი სულების არსებობის შესახებ;

ასევე, იგეგმება მარკირებაგავლილი ამომრჩევლების უბანზე ხელახლა მიყვანა და აჟიოტაჟის შექმნა იმის შესახებ, რომ თითქოს, აღნიშნული პირი „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და ცდილობს მეორედაც მისცეს ხმა;

იგეგმება მათ მიერ დანიშნული კომისიის წევრი რეგისტრატორების მიერ ამომრჩევლისთვის სხვის, კერძოდ, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი ამომრჩევლის გრაფაში შეგნებულად ხელის მოწერინება, ხოლო ამ უკანასკნელის უბანზე გამოცხადების შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა, რომ სხვების მაგივრად ხდება ხმის მიცემა უცნობი პირების მიერ;

იგეგმება ამავე რეგისტრატორების მიერ ამომრჩეველზე ბიულეტენის გაცემა სიაში ხელმოწერის გარეშე, აგრეთვე ხელმოწერების დათვლის დროს ხელმოწერების გამოტოვება ოქმის შევსების პროცედურების გაჭიანურებისა და შესაბამის მონაცემებში ბუნდოვანების შეტანის მიზნით;

იგეგმება სხვადასხვა პროვოკაციების მოწყობა უბნებზე, სადაც აღინიშნება ოპოზიციის მიერ მიღებული ხმების განსაკუთრებით დაბალი დინამიკა;

იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრებისა და წარმომადგენლების სიტყიერი შეურაცხყოფა ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით;

იგეგმება საარჩევნო უბნებთან ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შემცირების მიზნით;

იგეგმება კოვიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების განზრახ დარღვევა ამომრჩევლებს შორის შიშის გასაჩენად”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის მტკიცებით, იმ უბნებზე, სადაც “რადიკალური ოპოზიცია” დიდი უპირატესობიტ აგებს არჩევნებს იგეგმება ცრუ ინფორმაციის გავრცელება კომისიის წევრის, დამკვირვებლის ან წარმომადგენლის ინფიცირების შესახებ – “ამ ინფორმაციას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ჩვენმა ამომრჩევლებმა”.

“საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელმოწერილი მემორანდუმის დარღვევით, იგეგმება საარჩევნო უბნების გარშემო ე.წ. პერიმეტრის წესის დარღვევა, აქტივისტების გარკვეული კონცენტრაცია და ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არჩევნების დღის მთავარ გამოწვევად რჩება რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი პროვოკაციებისა და ინციდენტების პრევენცია.

“ვაფრთხილებთ მათ, რომ ნებისმიერი ამგვარი ქმედება უმკაცრესად დაისჯება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მაქსიმალური მოთმინებისა და თავშეკავებისაკენ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share