„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი პარლამენტში მივიდა.
„ჩვენ დღეს ვიწყებთ ევროკავშირის შეთანხმების განხორციელებას, ამიტომ დღეს დავრეგისტრირდებით პარლამენტში, რის შემდეგაც პატიმრობიდან გათავისუფლდება გიორგი რურუა. ამის შედეგ მე ვაპირებ, რომ მე მივიდე ნიკასთან საპატიმროში და ვესაუბრო მას შემდგომ ნაბიჯებზე, რადგან ჩემი დიდი სურვილია, რომ ნიკა მელია აღდგომას შეხვდეს სახლში. მინდა გამოთქვა დიდი იმედი, რომ ნაცები სრულად იყნენ წარმოდგენილები პარლამენტში და ჩვენ მათთან ერთად ვიმუშაოთ ამ შეთანხმების იმპლიმენტაციაზე“,- განაცხდა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, სალომე სამადაშვილი ერთ-ერთია იმ ოპოზიციონერებიდან, რომელმაც შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა.