თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
„მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან წავიდეს. ის ბუნებრივია ამაზე ვერ წავა, გამომდინარე იქიდან რომ მხდალი ადამიანია“, – განაცხადა კობახიძემ.