“4 ოპოზიციური პარტია აგრესიულ რიტორიკას აგრძელებს, თუმცა “ოცნება” აპირებს შეთანხმების შესრულებას”

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ 4 ოპოზიციური პარტია აგრესიულ რიტორიკას აგრძელებს, თუმცა “ოცნება” აპირებს, რომ   შეთანხმების შესრულება უზრუნველყოს.

 საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად მოლაპარაკებაში ჩართულმა 4-მა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას, მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ აგრესიულ რიტორიკას, ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ, დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტისდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა, „ქართული ოცნება“ თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველჰყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით უნდა იყოს დაინტერესებული ყველა პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში თითოეულ პარტიასა და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება “,- თქვა კობახიძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share