საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა. მისი განცხადებით, იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი მართლაც განიმუხტოს, საჭიროა პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია.

“საჭიროა სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობების, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკა მელია, ენმ-ს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული. მეორე, უნდა შეწყდეს პოლიტიკურ დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის. […] და მესამე, მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემ მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  ყველა შემთხვევაში ჩამოვა საქართველოში და ყველა შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხის გვერდით. ის მოუწოდებს ყველა პარტიას ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share