ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის ონლაინ კონცერტი გამართეს
კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის აღსანიშნავად სპეციალურად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისთვის „ქართული იდეის სკოლის“ – ხელმძღვანელის – ქეთევან ცხოვრებაშვილის ინიციატივით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
Შეხვედრაზე ზუმის ჩართვაში უცხოეთში მცხოვრებმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
პროექტის ინიციატორი, “ქართული იდეის სკოლისა” და “კავკასიის განვითარების” დამფუძნებელი და პრეზიდენტი – ქეთევან ცხოვრებაშვილი;
მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია TIA Georgia-ს პრეზიდენტი – ირინე ჯგერენაია;
ფონდი „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი, პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინ სკოლის “გაკვეთილები საზღვრების გარეშე” დამფუძნებელი, დიასპორული ორგანიზაცია „ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის“ ხელმძღვანელი თიკა სვანიძე-ვენკო.