“ზოგჯერ არ არის ცუდი ბიბლია გადაიკითხოს ადამიანმა. ბევრი სიბრძნეა მასში. ჩვენი მღვდლების ორ პროცენტსაც არა აქვს წაკითხული თუნდაც ახალი აღთქმა, ძველზე საერთოდ არ ვლაპარაკობ. რომ წაეკითხათ ეგებ გაეგოთ ქრისტიანული მოძღვრება რა არის.
ბოდიში, მხოლოდ ახალი აღთქმა მაქვს ქართულად, ძველი კი მხოლოდ ინგლისურად, იქედან ვთარგმნი და შეიძლება ისე ვერ გამომივიდეს როგორც ქართულშია. აი, მაგალითად სიბრძნენი სოლომინისანი, XXX, 21-23.
21. სამი რამ აზანზარებს დედამიწას, ოთხის ზიდვა კი მას არ შეუძლია:
22. მონის, რომელიც მეფედ იქცევა; ბრიყვის, რომელიც პურით გამოძღება;
23. გარყვნილი ქალის, რომელიც გათხოვდება, და მოსამსახურის, რომელიც თავისი ქალბატონის ადგილს იკავებს.
ეს ოთხივე ფაქტიურად ერთი და იგივე ფენომენს ასახავს – მდაბალი არარაობა, რომელიც ცბიერობით შეუერთდება ძლიერთა და პატივცემულთა ამა ქვეყნისათა, ან კიდევ მათი მბრძანებელი გახდება.
აი, ეს არის ბორია ივანაშვილი – მონა, რომელიც გამეფდა, ბრიყვი, რომელიც გამოძღა, ორცოლიანი აფერისტი, რომელიც „პატიოსნად“ დაოჯახდა, მოსამსახურე, რომელმაც მისი ძველი დამქირევებლის ადგილი დაიკავა, დამქირავებელი კი დაქირავებული მკვლელებით გაუშვა იმ ქვეყანას.
ასეთივეა ოცნების მთავრობის ყოველი წევრი – მონური ფსიქიკის მქონე ვერაგი არარაობები, რომლებიც გამოძღნენ ნაპარავ-ნაქურდალით და ეშინიათ დაკარგონ ის, რასაც მონური სიხარბით დაეპატრონენ.
აი, ვინ მართავს ქვეყანას „ჩვენი დიდი ძმების“ აქტიური მხარდაჭერით. ვაგლახ, რომ ბევრნი არიან ისინი, ვისაც ერთი სული აქვს მათ შეუერთდეს”.-წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია, სოციალურ ქსელში.