დიდ ოთხშაბათს ადამიანმა გაყიდა ღმერთი

ხვალ, დიდი ოთხშაბათია – ეს დღე ალბად, ყველაზე უკეთ გადმოსცემს ადამიანის ბუნებას. ყველაზე უკეთ გადმოსცემს, რამდენად უმადურია ადამიანი… წარმოიდგინეთ იუდას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ღმერთთან.. მასთან ერთად სტკიოდა, უხაროდა, სასწაულებს აღასრულებდა, მასთან ერთად იდევნებოდა. მაგრამ მასში მაინც ვერ დაინახა ღმერთი, ვერ დაინახა სიყვარული.. მღვდელმთავართა მსახურების უთვალავ დარტყმაზე შეუდარებლად მტკივნეულია ქრისტესთვის ის გარემოება, რომელიც მოწაფემ თავისი განდგომით მიაყენა შენც, შვილო ჩემო ? შენც, ჩემო მოწაფევ? შენც, ჩემო მოციქულო? შენც ჩემს მტრებს შეუერთდი? იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს… იუდას შეეძლო ყოფილიყო მოძღვარი, მასწავლებლი, მსოფლიო მქადაგებელი, თუმცა მან სხვა გზა აირჩია. მისი სახელი იქცა მოღალატის, გამცემის სინონიმად….

დიდ ოთხშაბათს ადამიანმა გაყიდა ღმერთი….

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share