“სინოფარმის” ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია 6700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 28 აპრილის დილის მონაცემებით 6700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე 15 მაისამდე.

აქედან, თბილისში რეგისტრირებულია 4500-მდე პირი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, რეგისტრაცია კიდევ გაფართოვდება.

„ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც სასიხარულოა. ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, რა მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიკეთოს. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი“, – აღნიშნა იმნაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share