CRRC: მოსახლეობის 23% მთავრობის ყველაზე დიდ წარმატებად 2004-2012 წლებში ეკონომიკურ ზრდას ასახელებს

CRRC საქართველო ახალი კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ერთ-ერთ საკითხად მოსახლეობის ისტორიული მოვლენების მიმართ დამოკიდებულებაა განხილული. კითხვაზე, თუ რა იყო მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება 2004-2012 წლებში, მოსახლეობის 24% კრიმინალთან ბრძოლას ასახელებს, 23% კი – ეკონომიკურ ზრდას.

რაც შეეხება მთავრობის წარუმატებლობებს ამავე წლებში,  კვლევის თანახმად, მოსახლეობის 27% მთავრობის წარუმატებლობად ადამიანის უფლებების დარღვევებს ასახელებს, 25% კი 2008 წლის ომის თავიდან არ არიდებას.

კვლევის ჩატარების პერიოდია 09/10-09/2 და მოიცავს 1928 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, განათლების დონის, ეთნიკურობის, საცხოვრებელი ტიპის, სიმდიდრის, IDP-ის, დასაქმების სტატუსის მიხედვით. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს 2.2%-ს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: