ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე რეორგანიზაციებთან დაკავშირებით “საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” განცხადებას ავრცელებს. ისინი მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორებსა და ოპოზიციურ პარტიებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ ცესკო-ში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
მათი თქმით თამარ ჟვანიას მიერ ინიცირებული ცვლილებები ძალაუფლებასა და არჩევნების მართვის ბერკეტებს სრულად გადასცემს მის მდივანს და ცესკოს სუს-ს უქვემდებარებენ, რითაც გამორიცხავენ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების სრულფასოვნად ჩატარებას.
“ქართულმა ოცნებამ შეიყვანა როგორც ევროპელი მეგობრები შეცდომაში, აგრეთვე, ქართული საზოგადოებაც, რომ 9 წევრის შეყვანით მათ გაათანაბრეს, ფაქტობრივად უმრავლესობა აიღეს ცესკოში. 8 ოპოზიციური კომისია როდესაც შევა, ფაქტობრივად ვეღარაფერს იზამს, იმიტომ რომ მას დახვდება თავიდან ბოლომდე სუს-ის აპარატი”, – თქვა აკაკი ხუსკივაძემ.
აკაკი კობალაძის განცხადებით, ყველაზე დიდი დეპარტამენტები ცესკო-ს მდივნის ხელში გადავიდა და რიგით თანამშრომლებსაც კი აეკრძალათ მედიასთან პიარის გარეშე ურთიერთობა.