ნიკა მელიას მთავარი გზავნილია, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს მზადება ახალი არჩევნებისთვის.
„ჩვენ ვიასაუბრეთ მოვლენების სხვადასხვა განვითარების შესაძლებლობაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღეს ნიკას მთავარი გზავნილი არის, რომ შევინარჩუნოთ ერთიანობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მას მიაჩნია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავძლიოთ ყველა უთანხმოება, რომ დავიწყოთ უკვე მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა/
ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა ნიკა მელიას მის მიმართ პოლიტიკური წყენა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ არ აქვს.
„არა, ნიკამ ძალიან კარგად იცის რომ ჩემი ყოველი გადაწყვეტილება არის და იყო, როგორც ჩვენი ქვეყნის და ასევე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე ის, თუ როგორ ვაფასებ მე, ანუ, ეს შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს მის აზრს. ახლა მ,თავრია რომ ერთი პოლიტპატიმარი უკვე გათავისუფლდა და დარწმუნებული ვარ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვემნ მეორესაც მალე გავათავისუფლებთ“, – განაცხადა სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, გუშინ, პრეზიდენტის შეწყალებით, პატიმრობიდან გათავისუფლდა ნიკა რურუა, ნიკა მელიას გათავისუფლება კი, შესაძლ;ებელია 20 ივნისის ამნისტიის მიღებით, თუმცა ნიკა მელიასა და საზოგადოების ერთი ნაწილისათვის ამნისტია მიუღებელია.
აღსანიშნავია, რომ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“, თუმცა, აღნიშნულ შეთანხმებას სალომე სამადაშვილმა ხელი ინდივიდუალურად მოაწერა.