უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მიმართულებებით რეგულარულ რეისებს ხარკოვიდან, ოდესიდან, ლვოვიდან და ზაპოროჟიედან შეასრულებს.- განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით ფრენების განხორციელება შემდეგი განრიგით იგეგმება:
ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი, 29 აპრილიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
ხარკოვი – ბათუმი – ხარკოვი, 28 აპრილიდან 2 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას;
ლვოვი – თბილისი – ლვოვი, 1 მაისიდან 2 ოქტომბრამდე ყოველ შაბათს, 2 ივნისიდან 29 სექტემბრამდე კი, ყოველ ოთხშაბათს;
ლვოვი – ბათუმი – ლვოვი, 29 აპრილიდან 27 მაისამდე, ყოველ ხუთშაბათს, 29 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;
ოდესა – თბილისი – ოდესა, 30 აპრილიდან 29 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
ოდესა – ბათუმი – ოდესა, 2 მაისიდან 23 მაისამდე ყოველ კვირას, 27 მაისიდან 3 ოქტომბრამდე – ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს, შაბათს და კვირას;
ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე, 28 მაისიდან 3 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.
ამასთან ავიაკომპანია ზრდის რეგულარული რეისების სიხშირეს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის. შესაბამისად, კიევი – თბილისი – კიევის მიმართულებით 28 მაისიდან 29 ოქტომბრამდე დაემატება ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს (ჯამში 10 სიხშირე).- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.