პროექტი საქართველო 2020 – “მთავარმა” რუსეთის ГРУ-ს გასაიდუმლოებული დოკუმენტი მოიპოვა

ქართული ოცნების რუსული სპეცოპერაცია- “მთავარმა არხმა”რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მკაცრად გასაიდუმლოებული დოკუმენტი მოიპოვა, სადაც გაწერილია დეტალური გეგმა როგორ უნდა გააქტიურდეს წინასაარჩევნოდ ანტი დასავლური, ანტი თურქული და პრორუსული განწყობები.

დოკუმენტში საუბარია ე.წ 2012 წლის ეფექტზე, რომლის მიხედვით ქვეყნის მოსახლეობაზე, პატრიოტული გრძნობებით უნდა ითამაშონ და პირდაპირ დასახელებულია დავით გარეჯი. ასევე დოკუმენტში ჩამოთვლილია ის ე.წ პოლიტ-ელიტა რომელმაც რუსული გეგმა სისრულეში უნდა მოიყვანოს.ოპერატიული ანგარიში სახელწოდებით-“საქართველო 2020” და გრიფით სრულად კომფედენციალურია.

ეს დოკუმენტი “მთავარ არხს” სანდო წყარომ მიაწოდა და ის შედგენილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში, ანუ “გერეუში” და მას ადევს გრიფი, სრულიად კომფიდენციალური და არის ოპერატიული მოხსენება.

დოკუმენტი დათარიღებულია 2017 წლის დეკემბრით და მისი სახელწოდებაა- “პროექტი საქართველო 2020.” ჩვენთვის ცნობილია რომ ეს დოკუმენტი მოპოვებულია საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურების მიერ, მათშორის საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოების მიერ და მაღალი ალბათობით ეს დოკუმენტი საქართველოს უშიშროების მაღალი ჩინოსნების მაგიდაზეც უნდა იდოს.

ნიშანდობლივია რამდენიმე საკითხი, როგორიცაა დავით გარეჯის თემა:

“არჩევნებისთვის პოლიტ-ტექნოლოგიურად მომგებიანი იქნება აიწიოს კონკრეტული საზოგადოებისთვის მტკივნეული თემა(2012 წლის არჩევნების ეფექტი) უნდა მოხდეს ამ თემის გადაწყობა კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისთვის და საჭირო გზავნილებისგავრცელება ნებისმიერი ეფექტური გზით. (აუცილებლობის შემთხვევაში ჩაერთოს აქტიური ღონისძიებების სხვა ინსტრუმენტებიც) სავარაუდო თემებია: თურქული ოკუპაცია, ოკუპაცია აზერბაიჯანის მხრიდან – გარეჯი, ასევე, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში”, – წერია დოკუმენტში.

ჩვენ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში გაშიფრულია ის ადმიანები, რომელთა გამოყენებაც პოეტენციურად რუსულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ. ჩამონათვალში მოხვდნენ ის სასულიერო პირები, რომლებიც დავით გარეჯის საქმეში “ბრალმდებლები” არიან, აქვე მოხდა ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც, რომელიც “ოქროს მოწმედ” ითვლება.

“ადგილობრივი პოლიტ-ელიტა, რომელიც ფარულად მხარსგვიჭერს, მაგრამ არ შეუძლია ამის ღიად განცხადება, თუმცა შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე და ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯებზე, ამ მიმართუელბით, რეკომენდირებულია გავააქტიუროთ უკვე არსებული ოპერატიული არხები: ლაშა ნაცვლიშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვახტანგ გომელაური, იოსებ გოგაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, კახა კახიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი ( მიუხედავად დაკარგული პოზიციებისა) გიორგი ვოლსკი, ზურაბ აბაშიძე, დავით საგანელიძე. 

ოპერატიული შენიშვნა: უსაფრთხო–ოპერატიული კავშირის დასამყარებლად მიჰყევით “ცენტრის მკაცრ” მითითებებს “, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მმართველმა გუნდის რიტორია ამ თემასთან დაკავშირებით ერთგვაროვანი იყო და ისინი თავს “მთავარ არხს” ესხმიან.

“რუსული მედია, გლავკანალი მეკითხება, რუსულ წყაროებზე. რუსული თემა გადის თქვენი ტელევიზიის ხაზზე და დღეს ეს ხალხი რუსულ ნარატივზე ლაპარაკობს. დავით გარეჯა ჩააბარეს და დღეს რუსულ ნარატივზე ესაუბრებიან ვიღაცას”, – თქვა გია ვოლკსიმ.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, წყარო თვითონ “მთავარმა არხმა” შემქნა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 71
    კედლის მხატვრობა Associò, ცხოვრება და შემოქმედება- მხატვარი ლევან სონღულაშვილილევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს.  მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
    Tags: და
  • 65
    TDI: სახელმწიფომ ვერ დაიცვა რელიგიის თავისუფლება, პანდემიის ფონზე იმატა სიძულვილის ენამადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
    Tags: და
  • 62
    "ტირილი"- ნიკიტა თალაკვაძის "მოქალაქე მღვდლის დღიურიდან"ნაწყვეტი ნიკიტა თალაკვაძის „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“, რომელიც გამოაქვეყნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა 2013 წელს. „ტირილი“ გურიაში ძველად „ტირილი“ დიდის ამბით ტარდებოდა. მიცვალებულის ნათესაობა სატირლად მოდიოდნენ „ზარით“, რჩეულ-რჩეული საპატიო მხლებლებით, ცხენებით (თუ შორიდან მოდიოდნენ) ან ქვეითად, დიდი კელაპტრით (სანთლით) ხელში და ზოგჯერ თავის მღვდლითაც კი. იმავ სოფლის ნათესავ-მეზობლები საგანგებო დარიგებული ბარათებით იყვნენ…
    Tags: და
  • 56
    გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს- ხაინდრავარეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამ თემაზე მან დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე ილაპარაკა. „ვფიქრობ, რომ კომისიის ყველა წევრი და არა მხოლოდ ის ორი ადამიანი, რომელიც საპატიმროშია და მათი ბრალეულობის ხარისხი აუცილებლად უნდა დადგინდეს, მაგრამ კომისიის ყველა წევრია პასუხისმგებელი იმაზე, დღეს რა სურათიც გვაქვს.…
    Tags: და, ეს, უნდა, დავით