საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის 748 დოზა დაიკარგა

საქართველოში 15 მარტიდან 27 აპრილის ჩათვლით, სულ 748 დოზა COVID 19-ის ვაქცინა დაიკარგა.

ინფორმაცია Cactus Media-მ გამოითხოვა.

მათი ცნობით, დანაკარგი არის როგორც Pfizer-ის, ასევე AstraZeneca-ს ვაქცინების შემთხვევაში.

ერთ ფლაკონში 10 დოზა ვაქცინაა.

თითოეული მათგანი გახსნიდან 6 საათში უნდა დაიხარჯოს. ვაქცინის დაკარგვა გულისხმობს, როდესაც ფლაკონი იხსნება, მაგრამ აცრის მსურველთა საკმარისი რაოდენობის არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი გამოუსადეგარი ხდება.

Cactus Media-ს ინფორმაციით, ვაქცინების დანაკარგების გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი -423
  • აჭარა – 66
  • გურია – 39
  • იმერეთი – 74
  • კახეთი – 22
  • მცხეთა-მთიანეთი – 46
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4
  • სამცხე-ჯავახეთი – 11
  • ქვემო ქართლი – 29
  • შიდა ქართლი – 28
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share