ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელია სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

როგორც მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ.

კონდახიშვილის თქმითვე, აღნიშნული სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების იმიტაციაა და თავის მოტყუებად მიაჩნიათ, სამართლებრივ დეტალებზე საუბარი.

ადვოკატმა პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share