“ორი თვის უკან, ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბმა დაიწყო პროექტი ჭადრაკი ყველგან, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა დღის ცენტრ “იავნანა”-ში დავიწყეთ საჭადრაკო გაკვეთილების ჩატარება.
პროექტის მიზანი გახლავთ გაცნობა იმ სიკეთეების , რაც ჭადრაკს ახლავს და ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენა. ბავშვებს გადავეცით საჭადრაკო ჰუდები, ჭადრაკის დაფები და საჭადრაკო ლიტერატურა.”
ინფორმაციას, ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.