ოზურგეთის სკოლებში ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო

ოზურგეთის სკოლებში ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების ორგანიზებით, შემოქმედის, ლიხაურის, სოფელ ოზურგეთის, ბახვისა და დვაბზუს სკოლების მიმდებარე საცდელ ნაკვეთებზე რეგიონისთვის არატრადიციული და ზოგიერთი ბოსტნეული კულტურის სადემონსტრაციო ნაკვეთები მოეწყო.

აგროპროექტის მიზანია, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტერესის გაღვივება ბოსტნეული კულტურების მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

მასტერკლასებს, ოზურგეთის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების კვალიფიციური სპეციალისტები: ამირან გირკელიძე და აკაკი ღლონტი უძღვებიან.

ოზურგეთის მერიამ, თითოეულ სკოლას შეუძინა და უფასოდ გადასცა აგროპროექტით გათვალისწინებული კულტურების მოყვანის და მოვლა- პატრონობისთვის საჭირო სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სათესლე-სანერგე მასალა და მინერალურ სასუქები.

აღსანიშნავია, რომ მერია ამ პროექტით დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასებს და აგროკონსულტაციებს უსასყიდლოდ ჩაატარებს.

    

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share