ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ქვემო ნატანების საჯარო სკოლის პედაგოგი დღეს დილით, კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი 70 წლამდეა და ის ბიოლოგიის მასწავლებელი იყო.
როგორც “გურიის მოამბეს” უთხრეს, აღნიშნულ სკოლაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორე პედაგოგი გარდაიცვალა. როგორც ზემოთ ავღნისნეთ, ბიოლოგიის მასწავლებელი კორონავირუსნმა იმსხვერპლა, ხოლო აიტ-ის სპეციალისტი გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა.