“ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, ჭრიალ – ჭრიალით მოდიან”

ნიკა მელია თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, რომ გამოვა ციხიდან მელიას განცხადებებთან დაკავშირებით პასუხს გასცემს.

„ევროკავშირი რომ გეუბნება გირაოს გადაგიხდიო, ამაზე მეტი აღიარება ადამიანს ცხოვრებაში რა უნდა გინდოდეს ხომ? ყაჩაღი, მძარცველი, „ბანდიტი“, კაცის მკვლელი რომ იყო, ევროკავშირი არ გეტყოდა. თავისი ნებით ზის ციხეში, თავს იწვალებს უბრალოდ. ციხეში ზის, რომ გამოვა, ძალიან კარგადაც გავცემ პასუხს, მანამდე ნათქვამ სიტყვებზეც, ახლა ნათქვამ სიტყვებზეც. გამოვა და ყველა იქნება ამის შემსწრე, რას ვეტყვი, როგორ ვეტყვი და როგორ პასუხსაც მიიღებს ჩემგან. ასე ზის, თუ ისე, ციხეში ზის რეალურად ხომ? – არ მინდა ამაზე ბევრი ლაპარაკი“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ელისაშვილის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შევა.

„ხომ გეუბნებოდით, ოპოზიცია პარლამენტში შემოვა – თქო, ხომ შემოვიდნენ. „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოვა პარლამენტში. ჭრიალ-ჭრიალით მოდიან“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share