ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ისინი ამნისტიის კანონის მიღების გამო იმედგაცრუებას გამოხარავენ, ენმ- ის პოლიტსაბჭოს წევრი, ზაზა ბიბილაშვილი ეხმაურება და წერს:
ჯერ ფაქტები, მერე შეფასება.
1. ფაქტები: – მრავალპარტიულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც პოლიტიკური დევნა ახალ საფეხურზე ადის. – აშშ-ის საელჩომ გააკეთა განცხადება, რომელიც “ოცნების” მიმართ იმედგაცრუებას გამოხატავს. – კანონი რჩება ძალაში. რეჟიმი მას გამოიყენებს (სინდისი დაუშლის თუ საელჩოს განცხადება?). – საელჩოს განცხადება რჩება მედია-არქივში და მას ხვალ თუ არა ზეგ სხვა ნიუსი გადაფარავს.
2. შეფასება: – “ოცნებამ” რომ იმედი გაგიცრუოს, ეს იმედი ჯერ უნდა გქონდეს. – “ოცნების” იმედი თუ გაქვს, ან ინფორმაცია არ გაქვს საკმარისი (ანუ კარგად არ მუშაობ), ან მოპოვებულ ინფორმაციას ვერ ამუშავებ (ანუ კარგად არ მუშაობ). – რაც შეეხება “ოცნებას”, ანუ რუსებს: რუსებმა კარგად იციან, რომ ამ უკიდურესი მიამიტობის დამწერი სერიოზული ნაბიჯების გადამდგმელი არაა: “საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად.” – შესაბამისად, რუსები აგრძელებენ საქართველოს რეალურად მართვას, სანამ ჩვენ და ჩვენი მიამიტი მეგობრები დემოკრატიობანას ვთამაშობთ, ოჯახურ-ფეოდალური ოლიგარქიის პირობებში-წერს ბიბილაშვილი.