დღეს, ლანჩხუთის ცენტრში, ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის “ნაციონალების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, გია გოგუაძის შვილიშვილს, 17 წლის მარი გოგუაძეს, “მარშის” აქტივისტები თავს დაესხნენ.
გია გოგუაძე მომხდარში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს და ბესო ტაბიძესა და ვასილ ჩიგოგიძეს მადლობას უხდის მის ოჯახზე თავდასხმისათვის.
მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში, ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, კახა ასკურავა ეხმაურება:
“დაახლოებით ერთი საათის უკან, ლანჩხუთის ცენტრში “ქართულ მარშის” წარმომადგენელი თავს დაესხა ჩვენი შტატების წამყვანი ფიგურის, ყოფილი გამგებელის გია გოგუაძის შვილიშვილს მარი გოგუაძეს იგი არასრულწლოვანია.მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლანჩხუთის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე მოკვლევა და მოახდინოს დამნაშავის სასწრაფო იდენტიფიცირება.”