“მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, ვიცით, როგორც მთავრდება – ბიძინა იმარჯვებს“

“მიშა-ბიძინას დაპირისპირება არჩევნებზე, სამწუხაროდ, ვიცით როგორც მთავრდება – ბიძინა იმარჯვებს,“ – ამის შესახებ დღეს, 30 აპრილს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა შექიმნას მძლავრი მესამე ცენტრი.

„მარცხის ფორმულაა, თუ ყველა ოპოზიციური პარტია მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერს. მე მინდა გამარჯვების ფორმულა. ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოზიცია,“ – აცხადებს ვაშაძე ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე საუბრისას.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share