უკვე მეორე წელია ლანჩხუთში ტრადიციული ლელოს სანახავად ჩამოსულ სტუმრებს ვერ უმასპინძლებს. ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს კოვიდპანდემიის გამო გამოწვეული აკრძალვები და შეზღუდვებია.
ცნობისთვის, სოფელ შუხუთში ლელობურთი ყოველ აღდგომას იმართებოდა და ტრადიციულად ერთმანეთს ზემოურები და ქვემოურები ეჯიბრებოდნენ. რამდენიმე კილოგრამიანი ტყავის ბურთს კი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის იკერება, გამარჯვებული მხარე, ახალგარდაცვლილი, ახალგაზრდა ლანჩხუთელის საფლავზე ტოვებს.