ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან კახა ასკურავა მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ 2-4 მაისს სასაფლაოზე გასვლა იკრძალება და გადაწყვეტილებას ისევე არაფრის მომცემს უწოდებს, როგორც დაწესებულ კომენტანდის საათს:
“როგორც 9 სთ-ს მერე კომენდატის საათი არ არის არაფრის მომცემი პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის, ასვე სრულიად უაზრო და არაფრის მომცემია და “რაღაცას ვშვებით ამით” ჰქვია სასაფლაოების ჩაკეტვას ორშაბათს, ხსოვნის დღეს. სასაფლაოები არის ღია სივრცეში და მგონი, ყველა ნორმალურმა ადამიანმა პანდემიამდეც გააცნობიერა, რომ სასაფლაო არაა ქეიფის, ღრეობის და მტლაშა-მტლუშის ადგილი”! – წერს ასკურავა.