კონსულტაციები ციხეში – მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას შეხვდება

პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს  ნიკა მელიას შეხვდება. შეხვედის თემა 20 ივნისის საგამოძიებო კომისიის შექმნა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაო იქნება.

საკითხი,რომელიც ეხება საპარლამენტო კომისიის შექმნას, თქვენ იცით რომ  50 დეპუტატი ჭირდება ამ საქმეს, “ლელოს” პოზიციაა, რომ 20 ივნისის ყველა თემა უნდა იქნას საზოგადოებისთვის ცნობილი. უნდა ვესაუბრო ევროკავშირის გირაოზე, რომელიც არის შანსი და მისი გამოყენება არის “ქართული ოცნებისთვის” გალაწუნება, მსგავსი გარანტიები სხვა ქვეყნებში არ გაიცემა, ევროკავშირი დანაშაულისთვის გარანტიებს არ გასცემს, ვისურვებდი, რომ ნიკა მელია აღდგომა შეხვდეს სახლში, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share