ფოტო ივერიელის კოლექციიდან
ა, მაგარი კაცი- აპოლონ წულაძე, მეფუტკრე, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. 1915 წელს მისმა ნაშრომმა „ფუტკარი და მეფუტკრეობა“ სოფლის მეუნეობის პროდუქციის საერთო კავკასიურ გამოფენაზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ძმა სასულიერო პირი ჰყავდა და ცემით მოუკლეს, თვითონაც არ გაახარეს, ბოლშევიკების მიერ დაპატიმრებული, ციხეში გარდაიცვალა; არადა გადადებული იყო ქვეყნისთვის და გურიისთვის. ,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, – წერდა აპოლონ წულაძე, – რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.” ,,გურულს ,,მონათლულობით,” ე. ი. ქრისტიანობით თავი მოსწონდაო.”