„ლელოს“ თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ეყოლება

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი,” – აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ადგილობრივ არჩევნებზე საუბრისას.

ხაზარაძის თქმით, თბილისის მერობაზე მისი კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განიხილება.

„მე ვფიქრობ, რომ ახალი სახეები უნდა იქნას წარმოჩენილი ადგილობრივ არჩევნებზე, მერის არჩევნებზეც. ვფიქრობ, ოპოზიცია უნდა იყოს კოორდინაციაში და უნდა იყოს კონკურენცია ოპოზიციასაც შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ პარტია და ჩვენ უნდა გვყავდეს ჩვენი კანდიდატი,” – განაცხადა ხაზარაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში.

შეგახსენებთ: ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა, წინააღმდეგია, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისის მერობაზე მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭიროს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share